შუალედი - დან - მდე
 
 


ჰანგი მსმენელს


მოდის ჩანგით წრფელი და ჯადოსანი,
რომ არ იცის დაღლა და შესვენება,
მოდის მეფე, გმირი, გვირგვინოსანი,
უბრწყინვალეს პოეზიის შვენება.

იგი ეხლა ნაღვლიანად არ გოდებს,
ის წარსული ადის - ლანდთა იერი,
მან სამშობლო ჰპოვა სვე-ბედნიერი.

[1948]