შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მშფოთარეა ჩვენი ზღვა...


მშფოთარეა ჩვენი ზღვა -
ტალღა მოდის სხვა და სხვა...
შენ კი, გაყინულო გულო,
უძრავი ხარ, როგორც ქვა.

სიყვარული არყევს გულს
და მშფოთარე გრძნობა სულს,
შენ კი, ზღვაო, ეხლა წყნარად
მისცემიხარ უძრავ რულს.

ჩვენ ვეძებდით - მაგრამ რას?
სილაჟვარდე შვენის ცას,
მას, რაც უყვარს - ზღვას და გულს,
მას, რაცა სძულს გულს და ზღვას.

6 იანვარი, 1948