შუალედი - დან - მდე
 
 


* * * რითი ვინუგეშო თავი...


რითი ვინუგეშო თავი: ვერ გამოთქვამს ჩემი ლექსი,
რომ გავჩუმდე, გადვიკარგო - კი იქნება უმჯობესი,
ჩემზე ხელი ცამ აიღო, არც ნუგეში და ალერსი,
ეხლა მხოლოდ იმასა ვთხოვ, არ დამმართოს უარესი.

ძმა დავკარგე, მერე რა ძმა - უკეთესი, ერთადერთი.
გაჭირვების ხანაშია მე მიცავდა მისი მკერდი,
ნუგეშს მცემდა, მამხნევებდა, მარიგებდა, როცა ვწერდი.
ეკლის ნაცვლად მისგან მქონდა აბრეშუმი და ხავერდი.

მოვიდოდა ჩემთან ოდეს, მე ვიცოდი სული ძმისა,
ჩემი მტერი მისად უჩნდა, მედგრად გამომცემი ხმისა,
დაფარული არრა გვქონდა, პირდაპირი, იყო მტრისა.
ვაი, მისმა დამკარგავმან, ცრემლი დამადინა ზღვისა.

[1948 წლის 2 ოქტომბრის შემდეგ]