შუალედი - დან - მდე
 
 


მშვიდობის ჰანგებს როცა გაიგებს


მშვიდობის ჰანგებს როცა გაიგებს,
მტერი ეძლევა ღრმა მწუხარებას,
თმებს ჩამოიშლის, ხალებს დაიგებს,
თვალთგან ჩამოსდის ცრემლთ მდუღარება.

ის მშვიდობისთვის ამ მქუხარებას
ვერ იტანს... არ აქვს სახეზე ფერი,
ვერც ხალხთა ძმობის გამოდარებას
ითმენს სახალხო მშვიდობის მტერი!

მაგრამ თუ ხიფათს რასმეს გაიგებს
ჩვენსას, მსწრაფლ შესწყვეტს მგლოვიარებას,
ახლა იგი თავს მაღლა აიღებს,
საზღვარი არ აქვს მის გახარებას,

იმის კისკისს და ახარხარებას.
ხელთ იღებს ატომს, სწვავს სახარებას,
რომ შეაშფოთოს ყოველი ერი...
ასეთი არის მშვიდობის მტერი!

მაგრამ სხვაგვარი ლტოლვა აქვს მიწას,
გზა განუხრელი, დიდი, ძლიერი,
და ვერ მიაღწევს ვერასდროს მიზანს
საყოველთაო მშვიდობის მტერი.

1948 წლის 18 ივნისი
მუშტაიდის ბაღიდან დაბრუნების შემდეგ