შუალედი - დან - მდე
 
 


დილიჟანსი


წინეთ მივქროდი ლურჯა ცხენებით,
ვარ დილიჟანსის ამჟამად მგზავრი,
ვეღარ შევსძახებ ცხენებს: „წინ გასწით!“
მეეტლეს ვეტყვი: „წყნარად იარე“.

მივაპობ ტალღას, ო, დილიჟანსო,
გარეშემო კი ღამეა ბნელი,
ჩემო მეეტლევ, ნუ გეჩქარება,
შენ კარგად იცი, არვინ მოგველის.

1948 წლის 12 თებერვალი
საღამოს 7 საათი