შუალედი - დან - მდე
 
 


კავკასიონი


გულია კავკასიონი
და იგი ჩემი გულია -
ჩემი სამშობლო მზიანი -
ხავერდით მოქარგულია,
არ უქმად დაკარგულია.
მეგონა, ქვეყნად ვიყავი
სრულიად დაკარგულია -
ისეთი რამე აღმოჩნდა,
აწ ვარ გამარჯვებულია.
ისეთ ნაირად გათენდა,
სხვაგან ჯერ არ არს თქმულია -
ამნაირ გათენებისა
წლებით ვარ მონატრულია.
თუმცა გადამხდა ბევრი რამ,
ცხოვრება ჩემი რთულია -
ვიყავი ჩემი ქვეყნისა
სულ მუდამ მე ერთგულია.
სახე პოეტის მეფობის,
მე კი მეგონა სრულიად
სრულიად დაკარგულია.
მაგრამ არ არის ეს ასე -
მთავარი საქმე რთულია:
რასაც კეთილს ქმნი - ის არის,
რაც არა - დაკარგულია.
მე ყველაფერში გავიგე,
სიცოცხლე მაინც სრულია.

1948 წლის 11 თებერვალი
თბილისი