შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ცაზე ანთებულ რიჟრაჟის...


ცაზე ანთებულ რიჟრაჟის შუქი ელფერობს ყანაში.
ნათელი დილა გათეთრდა ნიავის იავნანაში.

მზიურ ღიმილში ციმციმებს ყვავილოვანი მთაბარი.
სურნელს აფრქვევენ ვარდები ცვარნამით განაფარი.

ცვარნამით ამარგალიტდა, ქათქათებს ჩვენი მთაველი,
ბაღში ჩამოდგა ნათელი, ვით ძნა და ოქროს თაველი.

ყელამდე მომწვდნენ ვარდები, ატმებმა ჩრდილი მომფინეს.
მსხლებსა და ვაშლებს უღიმის, შეჰხარის და შეფოფინებს.

[1947]