შუალედი - დან - მდე
 
 


შეხვედრა მთაში


აგერ მადლიანი ქედი,
სად თოვლია და მზეც მთუთქავს!
არვინ მოვა აქ ჩემს მეტი,
აქ კაცს ფეხი არ დაუდგამს.

ბრწყინვალება პირისპირი
იისფერი ჰავით სუნთქავს,
სხივიც ულტრა-იისფერი
ვერა ძალას ვერ შთაუნთქავს.

აქ ჩემს მეტს მზე უხილავს ვის?
მაგრამ ვხედავ, ჩნდება ქალი...
მეორე მთით ნიავი ჰქრის,
უფრიალებს მხრებზე შალი...

[1947]