შუალედი - დან - მდე
 
 


* * * გარს მომეხვივნენ დღენი...


გარს მომეხვივნენ დღენი,
ქარიშხლიანნი დღენი,
ის ოცნებანი შმაგნი,
სილაჟვარდეთა მფენნი.

გამოჩნდა ქალი იგი,
ჩემთა იმედთა მცველი,
მას უციმციმებს თვალებს
დღე, სიხარულის ცრემლი.

1947 წლის 24 მაისი