შუალედი - დან - მდე
 
 


ხიდი


სიზმარებრ გაჰქრა სნება:
და გულიც, ჩანგიც მღერის,
თქვენ დამიბრუნეთ ნება
ფიქრის, ოცნების, წერის -

ნება მომეცით გიძღვნათ,
ფიქრი ენგურის კიდის -
ძგერა მესტიის ხიდის.

1947 წლის 6-9 აპრილი