შუალედი - დან - მდე
 
 


* * * გურულო, შენ ოდას იგეფ?..


- გურულო, შენ ოდას იგეფ?
- ჰო, ოდას, აბა, ნალიას?
- მართლა, გურულო, სახლს იგეფ?
- სახლს ვიგეფ, აბა, ნალიას?
- გურულო, შიგ ჩასახლდები?
- აბა, ზედ წამოვაჯდები?
- გურულო, ქალიც მოგყავსო?..
- აბა, უქალოთ დავჯდები?
- გურულო, შენი საცოლე
ქალათ-ქალობით ქალია?
- ვინაც კი სინჯა, აქებს და...
მგონია, რო მართალია.

[1946, ივნისი]