შუალედი - დან - მდე
 
 


სიმფონია გიორგობისთვის


დგება დღეები გიორგობისთვის,
მარიობისთვის ვარდების მითვლით,
ფერთა ხათრისთვის, მეგობრობისთვის,
და მზეობისთვის სავსე სიყვითლით.

აღივსოს უხვი ვაზის მტევნებით
ამ ღვინობისთვის კარზე მოდგომა.
გამოიხედე კარზე, გიორგი,
ეს სიზმარია, თუ შემოდგომა?

გამოიხედე, გიორგი, გარედ,
დღეა მორთული ქარვით და ინით.
ბევრია მთვრალი დღის სიელვარით,
ზოგი უღვინოდ და ზოგი ღვინით!

გახედე! კია გადასახედი,
იმ მიდამოთა ომი და ლხინი,
შენი ყრმობის გზა, შენი კახეთი,
სადაც აენთო შენი გვირგვინი.

არე გომბორის აგუგუნების
და ალაზანის დინჯი დინება,
ბუნება მთების - და ამ ბუნების -
შენს სიმღერებში გამოვლინება!

შენ გაიხსენე, ო, გაიხსენე -
ქუჩა - სხვა ქუჩა ის წინანდელი.

მაინც რას მღერის ნოემბრის ქარი,
თითქო იმ დღეებს ისევ გვაგონებს,
როს შემოიჭრა უამიდობა,
ომი, უვრცესად მრისხანე ძალა,
რომ დაარღვია ჩვენი მშვიდობა,
და სულის მოთქმა არ დაგვაცალა.

ვარდზე ელვარე ბრჭყვიალი წვეთის -
მწარე ცრემლია, იქნება, დედის.

მაგრამ იქ სევდა ისე დიდია -
რომ თვით ცრემლებიც...

[1946]