შუალედი - დან - მდე
 
 


ხელხვავი


მე დაგინახე:
მხრები მოხრილი
ჰგავდა გადმოხრას
უმძიმეს ვაზთა.
მტევნების ხვავთან
შენ მუხლმოყრილი
სჩანდი ლამაზი
და ახალგაზრდა.

ასე, თანაბრად:
აქ მზიურ ძელქვას
ათრობდა ნორჩთა
ვაზთ წლოვანება.
შორით შორს, სადღაც
ჰქუხდა ხელხვავის
აუწერელი
აღფრთოვანება!

[1946 წლის 7 მაისი; 1951 წლის 6 ნოემბრამდე]