შუალედი - დან - მდე
 
 


ულტრაიისფერ სხივებით მთებზე


ულტრაიისფერ სხივებით მთებზე
რომ გაიღვიძა -
ეს ზეცა არის, ეს - ზღვა, ეს - თევზი,
და ეს კი - რიცა!

ზღვაზე - ვით დაფნის ფოთლებზე - დადის
მზე დიდი ცეცხლით,
ადის, მგზნებარე ანდა მარადის
უჭკნობ სიცოცხლით.

იგი სიახლეც, დილით ამოდის,
როცა იალებს
ზღვა და ხმელეთი, კვლავ საღამომდის
ცას შეფრიალებს.

ყანები, გრდემლი, ვაზი, ბალახი,
თუთუნი და ბზა,
სიმართლე, ცხენი და ჩაბალახი -
აი ჩემი გზა!

[1946 წლის 15 იანვარი; 1950 წლის 14 სექტემბრამდე]