შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ჩვენ ვიგონებდით...


ჩვენ ვიგონებდით ჩვენს სიყმაწვილეს,
რა სიძლიერე, რა სანანური...
ვინ მოიგონებს სხვა იმგვარ „ლილეს“,
რომელსაც ჩანგი მიჰყვა სვანური.

იმერს და ამერს, ლიხს იქით, აქეთ,
ამღერებული არის ბუნება.
ჩვენ ეს კოშკები სიმღერით ვაგეთ,
ომს სდევს სიმღერის აგუგუნება.

ტკბილი სანთურის და სალამურის
აუწერელი ხმის გაგონება
გულს ამიძგერებს, სულს იგი სწყურის,
როგორც ოცნება და მოგონება.

[1946]