მილიონებში ხელისმრეველი
ოცნების მდიდარ ბაღში შეველი,
ვარდები დამხვდა დაულეველი.
ვიყავ ამაყი და უძლეველი -
მილიონებში ხელისმრეველი.
გადანგრეული მახსოვს სასახლე,
არის ჩემს გულში ერთი სიახლე:
ამჟამად მხოლოდ ზღვას ვასახელებ -
მილიონებში ხელისმრეველი.
აი, სიალეც იშლება დილის,
ოქრო ლიმონის, ქლიავი ლილის,
დაფნის, ფორთოხლის და ზეთისხილის
მილიონებში ხელისმრეველი.
[1946]