შუალედი - დან - მდე
 
 


რა ცაა!


შეხედე, რა ცაა! -
ეს არის, რაცაა!

შეხედე, ამ მხარეს! -
ზღვით დილა გვახარებს!

შეხედე, რა ზღვაა!
ო, ეს ზღვა სულ სხვაა:

გულია, მიწაა!..
რა ცაა, რა ცაა!

[1946 წლის 26 ივნისი]