შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ქვეყანაზე არის სიმი...


ქვეყანაზე არის სიმი,
სხვა სიმებზე უფრო რთული:
სიმღერებში გვხვდება ქალი,
აფხაზურად თავმორთული.

ქვეყანაზე არის სიმი,
სიმთაგან არგამორთული,
უკვდავია მაინც ქალი,
აფხაზურად თავმორთული.

მიყვარს ოდა აფხაზური,
ზედ შავ ზღვაზე წამოდგმული:
ზღვას გაჰყურებს ეხლა ქალი,
აფხაზურად თავმორთული.

[1946 წლის 17 ივნისამდე]