ნერგი ევკალიპტის
ნერგი ევკალიპტის
ახლა ის ნერგია,
რითაც აზღვავდება
ძალა, ენერგია.
უკლებლივ ყოველდღე
ვღებულობთ წერილებს,
გვთხოვენ ევკალიპტებს,
მზისგან შეფერილებს.
ხათრი გვაქვს ჩვენ თქვენი:
სიტყვა და პირობა...
გვიყვარდეს გატანა
და პირდაპირობა:
რამდენიც გნებავდეთ,
მიირთვით, ინებეთ.
მორთეთ თქვენი კუთხე
მზიურ გაბრწყინებით!
1946 წლის აპრილი