შუალედი - დან - მდე
 
 


გახსოვს?


გახსოვს, როცა შეხვდნენ, მერი,
ზღვად შენი და ჩემი ნავი? -
ნორჩთა დღეთა გულთმიერი
მიარხევდა წყალს ნიავი.

შენ ციმციმი თვალთა მტყორცნე,
თან ტკბილი და თანაც მწარე.
მოგეხვიე... გადავკოცნე
მე იმ სახის არემარე.

ეჰ! დრო იგი დარჩა მიღმა -
ტალღა მოსკდა, როგორც გორა,
ზღვას შეშურდა - ჩვენ სასტიკმა
ღელვამ დაგვაშორიშორა.

ძნელი როდი არის პოვნა,
რაც რამაა დაკარგული -
რადგან, რასაც ჰკარგავს ხსოვნა,
ღრმად ინახავს ჩვენი გული.

1945 წლის 23 მარტი
საავადმყოფო