შუალედი - დან - მდე
 
 


მაშ, დიდება მზეს


მაშ, დიდება მზეს,
ახალსა და მწველს -
მრავალ ახალ წელს,
მრავალ ახალ წელს!

რომ შუბლსა და გულს,
რომ მარჯვენა ხელს -
უნათებდეს გზას -
მრავალ ახალ წელს!

ჩვენს მშვენიერს ცას,
ჩვენს ქვეყანას ვრცელს -
გამარჯვების დღე
მრავალ ახალ წელს!

დიდი ხნის წინ ზღვას
თუ დავშორდით, - დღეს
ჩანგი უმღერს მას:
მრავალ ახალ წელს!

მარშალსა და ხალხს,
დიდ არმიას - მთელს,
მრავალ ახალ წელს,
მრავალ ახალ წელს!
           
[1944]