შუალედი - დან - მდე
 
 


თამარი ზღვის პირად


თამარმა, აღტაცებულმა
მშვენიერ ზღვის ალაგითა,
ზღვაში ჩაუშვა ხომალდი,
ზედ ალმასები დაჰკიდა.

მოსცურავს ზღვაში ხომალდი,
რა დიდებული რამ არი!
ზღვის პირით დარუბანდამდე
სდგას მშვენიერი თამარი!

[1944]