შუალედი - დან - მდე
 
 


გასწიე ფარდები


გასწიე
ფარდები!
დაფნა ჰყვავის,
ჰყვავის ნარინჯთ
მილიარდები!

მივიარ,
მოვიარ:
ჩაის ვარდებს
ყველა მთები
დაუთოვია!

გულში სხვა
ჟინია...
მე მხნედა ვარ,
არავისიც
არ მეშინია!

სიმარჯვის
წელია:
მას მრავალი,
ბევრი ძველი
გადუცელია!
          
[1944]