შუალედი - დან - მდე
 
 


ბოსტნიდან, სადაც


ბოსტნიდან, სადაც
კამა და ქინძი
ჩაის ვარდებთან
ხალისით ჰყვავის,
შენი გახსნილი
ღელავს საკინძი:
ფერი ხორბლისა
და ფერი ყავის.

ხელებით ისევ
ეხები მიწას,
პეშვებმა იგრძნეს
მღელვარე ხვავი.
ჰა, მიმოევლო
ბაღებს, ეზოებს
ჩამავალი მზე
და ზღვის ნიავი.

ხვალ კვლავ ამოვა
მზე მოელვარე,
კვლავ ნიადაგში
გაღვივდეს თესლი,
ვადიდოთ შრომა,
რომ გახდეს მხარე
უფრო ძლიერი
და უკეთესი.

[1944]