შუალედი - დან - მდე
 
 


მანასეს


კაცმა ამქვეყნად ბევრი იწვალა
და საიქიოს, შემდეგ, დასახლდა.
ერთნი იტყვიან: გარდაიცვალა,
და მეორენი: არა! ჩაძაღლდა!

რომელთა ქვეყნად წრფელი ხმისათვის
შური და გესლი ირგვლივ არ ერტყათ?
ძლიერ ცოტაა, სიმართლისათვის
ქება-დიდება მიეძღვნათ ერთხმად.

არის სახელი, ვისაც დიდება
არ მოაკლდება ისე თუ ასე,
ამ სახელს ჟანგი არ ეკიდება
და ეს სახელი არის მანასე.
               
1944 წლის 3 დეკემბერი