შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ჩამოსვლას, ნახვას ძმასა და ტოლის...


ჩამოსვლას, ნახვას ძმისა და ტოლის,
ახმაურებას ჩანგების სიმის -
შეხვდა აღება სევასტოპოლის,
თავისუფალი სუნთქვა ყირიმის.

იმ აღტაცებას რა ძალა წაშლის,
როს გამარჯვებათ ახალ აღსავალს,
ფეხზე ადგომით ვამბობთ მარშალის
და მის არმიის თავგადასავალს.

ძმებო, თქვენდამი მადლობის გრძნობის
სინათლეს ვეღარ შემოაღამდეს,
იცოცხლე, წმინდა გრძნობავ ერთობის!
დუშმანს სიკვდილი გადადაღავდეს!
              
[1944 წლის მაისის შემდეგ]