შუალედი - დან - მდე
 
 


31-ე ქალთა სკოლას


მახარებს თქვენი
მხურვალე გრძნობა,
დიდი მადლობა,
კიდევ მადლობა.
სახალხო მგოსნის
დგეხართ მხარდამხარ,
მადლობელი ვარ,
მადლობელი ვარ.
ახალგაზრდობით
რომ მოსინათლობთ,
უზომოდ გმადლობთ,
ო, დიდათ გმადლობთ.
ქვეყანა თქვენი
ჰყვავის, მზიანებს,
სალამი ახალ
ადამიანებს.
ვისურვებ თქვენთან
შეხვედრას ხშირად,
ყველაფრისათვის
მადლობას გწირავთ.

1943, 31 ოქტომბერი