შუალედი - დან - მდე
 
 


თავისუფლება ქალის


თავისუფლება
ქალის - იგი
    მკვიდრი ფუძეა,
კაცობრიობას
რომ მიუძღვნა
    რევოლუციამ.

დღეს დიდი დღეა,
მონაპოვარ
    წელთ განმტკიცების,
ახალ ცხოვრების
გაზაფხულის
    გამოღვიძების.

მე შენის გულის
სიძლიერით
    ვით არ ვიალო,
საბჭოთა ქალო,
უძლეველო
    საბჭოთა ქალო.

დგეხარ ლაღი და
მშვენიერი
    ეპოქით შლილი,
თავგანწირული
მეომარი
    სამშობლოს შვილი.

ო, შენი გული
სპეტაკია,
    ვითარცა ბროლი,
პატიოსანი
მშრომელი და
    თანამებრძოლი.

დღეთა განვლილთა
სხვა არ ახსოვთ
    ასეთი ქალი,
მშრომელო ქალო,
სთქვი, რა იყო
    შენი იღბალი.

ჯერარნახული,
არსმენილი
    დღეს თუ ომია -
შინა და გარეთ
იბრძვის ქალი:
    იგი ლომია.
             
1943