შუალედი - დან - მდე
 
 


დნეპროპეტროვსკი


ამ შემოდგომის გრიგალი -
დნეპროპეტროვსკის გრიგალი,
ხალხთ რისხვა ჰიტლერისათვის
სამარის ქვაა ფიქალი.

მტერი უბედურ დღეებს თვლის,
მტერი თავის თავს იმეტებს
და ცეცხლში ნასროლ სიცოცხლის
სწვავს უკანასკნელ იმედებს.

დასწვი, ვერაგო! გაცლა გწადს,
მაგრამ ვერ დაიმალები,
საბჭოთა ქვეყნის მეომარს
შევარდენს უგავს თვალები.

მისი ხმით შეძრწუნებულა
ყოველი ოხერ-ტიელი,
დნეპროპეტროვსკი ჩვენია
და არა გადამთიელის!

დნეპროპეტროვსკი ჩვენია,
ჩვენს კუნთებს უშენებია,
სინათლით აღუდგენია,
ბაღები უმშვენებია.

მის მოდარაჯე მხნე თვალებს
რული არ მოეკიდება -
მამულის ხსოვნას ავალებს
სამარადისო დიდება!
        
1943 წლის 20 ნოემბერი