შუალედი - დან - მდე
 
 


მე კავკასიის ქედები მთხოვენ


მე კავკასიის ქედები მთხოვენ,
მე მთხოვს მუსიკა თერგის ხმაურის
ვუსმინო ყაზბეგს - ხევის ბეთხოვენს
აგუგუნება კაიშაურის.

მე მშობლიური არაგვი მირჩევს,
წინასწარ ვიგრძნო, ვიცოდე მარად,
ქართველის გული თუ რისთვის ირჩევს
ომში სიცოცხლე ჩასთვალოს არად.

იმ დღეებს ძეგლი უნდა ავუგო,
უნდა აღვმართო წყებათა წყება,
ვით აღიმართა შენთან, ძაუგო,
გამარჯვებათა ჩვენთა დაწყება!
                      
1943