შუალედი - დან - მდე
 
 


დონის ბასეინს


ბასეინო დონის!
დღეს რადიო ქუხდა,
რომ კვლავ გამარჯვების
ცეცხლი ამოდუღდა!

ბასეინო დონის!
წინათ ასე წყნარო,
ეხლა თავდადების
რწმენით ბობოქარო.

სიმართლისთვის მებრძოლ
უკვდავ დღეთა კონის
მზე ამოდის დიდი,
ბასეინო დონის!

ბასეინო დონის!
გადადუღდეს ქვები,
მკლავი მოიმარჯვე,
დასცხე წერაქვები!

ჩვენი ქვეყნისადმი
გულში მტრობის მქონის
დანდობა არ იყოს,
ბასეინო დონის!
          
1943 წლის 30 სექტემბერი