გომბეშო ირანის საკონსულოს ბაღიდან
გათენდება მალე, მაგრამ თვალს რული არ ეკიდება.
მოგონება არ მასვენებს და გულს ცეცხლი ეკიდება.
ახლო ისმის გომბეშოთა ხმების ხმებთან შეკიდება -
ყოველ ძვირფასს ყოველ წუმპის გზით რომ გამოეკიდება.
და ევროპის შუაგულში - ხმა მომესმის ჭაობების,
ლაქაშების, წუმპეების, სიდამპლის და დაობების -
ყოვლად ურგებ სიმღერების, ყოვლად გახრწნილ თაობების,
მთქმელის არარაობათა, მთქმელის არარაობების!
1943 წლის 29 ივნისის დილა