შუალედი - დან - მდე
 
 


მაგრამ უკვდავი არის სამშობლო


მიხაკისფერი საშინელება!
აწ მასთან ბრძოლას შეეფერება
მედგარი ცეცხლის შეუნელებლად
უფრო და უფრო გაძლიერება!

სულ ერთი არის: თვე, წელიწადი...
თუ რამ დარჩება კაცს საამსოფლო,
სამშობლო! მიაქვს მიწას მიწადი,
მაგრამ უკვდავი არის სამშობლო!

1942