შუალედი - დან - მდე
 
 


არაგვი


მიძებნია, მომინახავს,
განმიცდია ზვირთთა ნანა,
მაგრამ ქვეყნად არ მინახავს
მე მდინარე შენისთანა.

სამას არაგველი კაცის
შენ იმღერე იავნანა,
თავდადება სააკაძის
და ირაკლის მძაფრი ხანა.

თერგთან შენმა მეომარმა
თავი დასდო გმირთა თანა
და მეგობარს მეგობარმა
გამარჯვება მიუტანა.

მიძებნია, მომინახავს,
მომივლია მთლად ქვეყანა,
მაგრამ ქვეყნად არ მინახავს
მე მდინარე შენისთანა!
                       
1942