შუალედი - დან - მდე
 
 


ერთი ხისგან კეთდება


ერთი ხისგან კეთდება
მილიონი ასანთი,
ერთ ასანთს მილიონი
ხე ძალუძს რომ გადაწვას.
როს ხანძარი ედება,
ტყე უძრავი და ზანტი
უსწრაფეს სტიქიისგან
ვერ ახერხებს თავდაცვას.

ასე, დიდი ხანძარი
ჩემს გულში რომ ანთია,
ყრმობის ერთ დღის ნაპერწკლის
გაღვივებით დიდდება,
იგი სტიქიის მსგავსი
მწველი ანდამატია,
ვერ ვახერხებ თავდაცვას,
ცეცხლი კი მეკიდება.
        
1942 წლის 30 მაისი