შუალედი - დან - მდე
 
 


ქალთა საერთაშორისო დღესასწაულის გამო


დიდება სტალინს მზრუნველობისთვის!
თავისუფლება გვარგუნა ქალებს.
მადლობის სიტყვას ასეთ გრძნობისთვის
ბედნიერება ჩვენი გვავალებს!
ცოდნის სხივები შუბლთ ეკონება.
გაგვიღო ფართოდ კარები სწავლის,
გაგვიმახვილა ნიჭი, გონება.
დიდება სტალინს, დიდება სტალინს.

დღეს მოწინავე ქალების რიგებს
დაბრკოლებები ვეღარ აშინებს,
ქალი წინ მიდის და ბრძოლებს იგებს:
სწორს იგნებს, მრუდეს აშალაშინებს.
რომ ლეკვი ლომის თანასწორია,
ძუა თუ ხვადი, ვაჟი თუ ქალი -
თანაბრადა სწერს დღეს ისტორია.
დიდება სტალინს, დიდება სტალინს!

1940-იანი წლები