შუალედი - დან - მდე
 
 


მონმარტრზე


მონმარტრზე, სადაც ჩვეული
იფერფლებიან ღამენი,
ხელიხელ გადახვეული
იმღერის ორი გამენი:

„პარიზში ნუ ეძლევი დარდს
რომ დავაშინოთ სნობები
ჩვენ ყველა აფრიკაში ვართ,
ყველა ვართ ეთიოპები“.

ულევი, უანგარიშო,
შიშის და ჟრჟოლის ამტანი -
შენს არე-მარეს, პარიჟო,
აშუქებს კაფეშანტანი!

[1940]