შუალედი - დან - მდე
 
 


საახალწლო


განახლების დადგა ხანა,
ახმაურდა ხალხი,
ქარხანასთან მიდის ყანა,
გაქრა ძველი თალხი.
ძველებურად ქარს არ ატანს
მასა თავის შრომას,
რკინასა სჭედს, თუ თხრის მადანს,
არ ივიწყებს, რომ მას
ურჩევს ყველა გაფრთხილებით
მანქანასთან დგომას,
ხელი უწყოს განახლების
გადიდების ზომას.
ასი წლით წინ წაიწია
სულ ერთ წელში მხარემ,
ჯერ სად არის! უსივრცოა
ჩვენი წინსვლის არე.
მტერი ღრინავს, მაგრამ საქმე
წასულია მათი.
აფრიალდეს დროშა მშვენი,
ძირს ჯვარი და ხატი,
რომ გვბაძავდეს მთელი ქვეყნის
პროლეტარიატი!
მაშ წიგნებთან, მაშ წიგნებით
შევხვდეთ ამ წელს ახალს,
მივყვეთ დროშას ოქტომბრისას,
უძლეველს და მაღალს.
                
[1939]