შუალედი - დან - მდე
 
 


სადღაც, ყინულზე ცეცხლი ანთია


სადღაც, ყინულზე ცეცხლი ანთია
    და ადის ბოლი,
სადღაცა შორი სჩანს გრენლანდია -
    ტიტანის ტოლი.

იმ ყინულებზე დროშა ფრიალებს
    მიზანის დიდის,
ამოდის ქარი, დათვი ღრიალებს,
    დრეიფი მიდის.

მაშ ამოდუღდი, სიმდიდრეების
    უხვო მარაგო;
ველად ფრიალებს დროშა დრეიფის
    მხნე, საარაკო.

1938