* * * სადღაც შრიალებს ჭაობი ჭყვიში... სადღაც შრიალებს ჭაობი ჭყვიში,შარასთან ორი ძველი ცაცხვია.ის ბევრი დარდი და ბევრი შიში,გადამტან გულთა ფერფლი აწყვია.ხსოვნაც არაა. გამქრალა ნიში.რა სიშიშვლეა, რა სისაწყლეა![1937]