შუალედი - დან - მდე
 
 


რუსთავი


თვით ფოლადი ჟღერს, მღერის:
ვით არ მოელხინება -
აქ არავინ ერთ ადგილს
არ დგას, არ იყინება.

რუსთავსაც მზე უკეთეს
მერმისისთვის ინახავს,
მომავალი მხარისა
მრავალ გზას დაინახავს!

[1935; 1951 წლის 6 ნოემბრამდე]