შუალედი - დან - მდე
 
 


* * * გულში მწუხარე ის მორევია...


გულში მწუხარე ის მორევია,
რომელსაც გული ვერ მორევია.
მე იდეა მაქვს სხვა განაზრახი:
ვით სიყვარული, მძლე ხელოვანი,
როგორც სიცოცხლე არა ნაძრახი,
როგორც სიკვდილი სახელოვანი.

[1935 წლის 21 აპრილის შემდეგ]