შუალედი - დან - მდე
 
 


ზღვაში ხვნა და ზღვაში თესვა


დილის სიო, შუადღის ცა, მზის ჩასვლა და გათენება,
ზღვისპირეთის წრფელი არის სიამაყე და შვენება...
არ ყოფილა ისე ძნელი სანთლის გუთნის გაშენება.

ეს მანქანა მოწმე არის - მრავალთ გულთა ღამეთ თევის,
ელექტრონის სინათლეში სანთლის გუთანს სვლა აქვს მდევის;
არც ყოფილა ისე ძნელი მასში გაბმა უღელ დევის.

ჩვენმა მიწამ რა ხანია, სადღეგრძელო თვალით შესვა -
მერნით უქმი ძირს დააგდო და მგზნებარე მასზე შესვა,
არც ყოფილა ისე ძნელი ზღვაში ხვნა და ზღვაში თესვა...

გემი ნაპირს მიაშურებს, როგორც დასვენებას რაში,
აწ გვიამბე წყაროს გემო, სად ყოფილხარ...
როგორ ხდება, რა ხერხებით - ზღვაში ხვნა და თესვა ზღვაში.

1934