შუალედი - დან - მდე
 
 


ამომავალ მზეს


ვაშა, შავ ზღვაზე
ამომავალ მზეს.
მივქრივარ ცხენით,
ვგევარ ზესთა-ზეს.

ვხედავ სხვა ეზოს
და სხვა შარაგზას,
სხვა თუთის ხეებს
და სხვანაირ ზღვას.

ახლო მღერის ბზა,
შორს - ზუზუნი სკის,
სურნელება სდგას:
ვიღაც სამკალს მკის.

[1934]