* * * შენ მოელოდი - არა?.. შენ მოელოდი - არა?ისიც მოვიდა - არა?შენც გაგიხარდა - არა?მასაც, გამხნევდა - არა?ერთად წახვედით - არა?შენ მას ჰკოცნიდი - არა?მაშ, რაში არის საქმე,სთქვი, ქალბატონო, კმარა!მაინც უარობ? განა,ასეთი არის ხანა...[1931]