შუალედი - დან - მდე
 
 


ბავში გუგუსა და ჩიტი გუგული


ანაპის პირად გუგული
იძახდა „გუგუ-გუგუ“-სა.
ასე ამბობდა: „გეთაყვა,
როგორა მყავხარ, გუგუსა!“

გუგუსა ეტყვის: „კარგად ვარ,
დარდი არა მაქვს ფულისო,
გავხდები გამხარებელი
ქვეყნის, მშობლების გულისო“.

გუგული ძლიერ გაკვირდა -
ეს რას ამბობსო გუგუსა?!
და გაკვირვებით ზევიდან
თვალები გადმოუკუსა!

1931, შემოდგომა