შუალედი - დან - მდე
 
 


ძირს ცინიზმი


[ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“]

თქვენ მიდიხართ გზით ჩემმიერ გაკვალულით,
ჩემი ძვლებით მოფენილით,
ჩემი ტყვიით, დინამიტით გაკვამლულით.
დასტკბით სუფრით მოფენილით.
არაფერი აქ არ არის სასაცილო... (იცინი კი),
ეს დრამაა, მწარე დრამა,
მოხითხითე, მხოლოდ ქურდი და ცინიკი -
ძირს! გვაკმარეთ!!!
ო, გვაკმარეთ!!!

[1931]