შუალედი - დან - მდე
 
 


მჭედლების ქუჩა


[ციკლიდან „ეპოქა“]

საღამოხანად სოფლად ალუჩის
აშრიალება კი ნუ გგონია,
თვალუწვდენელი მჭედლების ქუჩის
აღტაცებაა და სიმფონია:

გრგვინვა, გრიალი, რეკვა, ტეხილი,
ელვა, ქურაზე მაჯა მაგარი,
ფოლადი, რკინა გადაგრეხილი
გადააბრუნე, ასწი, დაჰკარი!

[1928]