ოქროს ტყავები
[ციკლიდან „ეპოქა“]
მოვარაყებულ შუქით მზავთავი,
ოქროს სხივებით და მინანქარით
ჩვენი ყანების ოქროს თავთავი
აღელვებული ამ ზენაქარით.
დასავლეთიდან აღმოსავლეთით
გადაშლილია ოქროს ტყავები,
სად დაუხოცავთ ამდენი ვეფხვი,
სად აქვთ ამდენი საღებავები?
[1928]