ფიქრი თვალს აწევს...
[ციკლიდან „ეპოქა“]
გაბრწყინებული სიმშვენიერით,
მახვილით ხელში, დღის განათება
აღმოსავლეთით სდგას ანთებული,
ხალხის ნუგეში და მოსვენება.
აღმოსავლეთით, აღმოსავლეთით!
თავისუფლებას ეძახის ქნარი,
ფიქრი თვალს აწევს ზრუნვით აღვსილი,
იზრდება რისხვა და ნიაღვარი.
[1928]